ლევან ანდრიაშვილი თელაველ ახალგაზრდა ძიუდოისტს მარიამ გულიაშვილს შეხვდა

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელაველ ახალგაზრდა ძიუდოისტს მარიამ გულიაშვილს შეხვდა.
ლევან ანდრიაშვილმა თელაველ სპორტსმენს ბოლო დროს მიღწეული წარმატებები მიულოცა სიმბოლური საჩუქრებით და ფულადი პრიზით, რომელიც მერმა პირადად გადასცა ახალგაზრდა ძიუდოისტს.
შეგახსენებთ, რომ მარიამ გულიაშვილმა მიმდინარე წლის 3 ივლისსთურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე დაიკავა საპრიზო მეორე ადგილი, ხოლო 20 ივლისს, თურქეთის ქალაქ ქოჩაელში გახდა ძიუდოში ევროპის თასის გამარჯვებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიამ გულიაშვილი 7 წლის ასაკიდან ვარჯიშობს თელავის ჭიდაობის სპორტულ სკოლაში.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლის ხელმძღვანელი ზაქრო კევლიშვილი და ამავე სკოლის მწვრთნელი გია ბახბახიშვილი.