დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი შეხვდა გაეროს ახლად დანიშნულ მუდმივ კოორდინატორს, ბატონ დიდიე ტღებიუკს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე, RCO განვითარების კოორდინაციის ოფიცერი დავით მუშკუდიანი, გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციებისა და პარტნიორობის ანალიტიკოსი სალომე ბენიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტში ერთობლივად განხორციელებული პროექტები. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს, ინფრასტრუქტურას, განათლების, სამეწარმეო, ტურიზმის, მეღვინეობის, აგრო და სამედიცინო სექტორს, ნარჩენების მართვის პოლიტიკას.
აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია ცივის მთის ტურისტული ბილიკების მოწყობის პროექტზე მუშაობა.
გარდა ამისა, ამავე პროგრამისა და ევროკავშირის დაფინანსებით, შემფუთველთა კლასტერის(PMAG) მხარდაჭერით, თელავში არაერთი კომპანია სარგებლობს.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო პროექტებსა და პარტნიორობის გაღრმავებაზე.