ლევან ანდრიაშვილი აქტიურად აგრძელებს თელავში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას

თელავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დასრულების ეტაპზეა თელავის სავიზიტო ბარათის, ნადიკვარის პარკის რეაბილიტაცია. დაწყებულია ამფითეატრის მშენებლობა. ქალაქის პარალელურად ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მინდინარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია თელავს ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები.

„წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თელავში გაშენდებოდა თანამედროვე სტანდარტების და აღჭურვილობის რეკრეაციული სივრცე, მაგრამ დღეს უკვე ეს რეალობას წარმოადგენს. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ დასრულების ეტაპზეა ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც წელს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იქნება გახსნილი,“ – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

მერიის ცნობით, ბოლო 2 წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის მერია პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნული მიმართულებით პერმამენტულად მუშაობს.

თელავში შეიქმნა 2 სრულიად ახალი სივრცე: მშვიდობის პარკი და ჩოხელი-ბახტრიონის ქუჩებს შორის მდებარე პარკი, ხოლო ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციის, დასრულების შემდეგ, რომელიც ზაფხულის სეზონზე იგეგმება, ახლადმოწყობილ ამფითეატრში კულტურული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.