28 აპრილს, თბილისის საკრებულოს შენობაში, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კონკურსის „სუფთა რეგიონი-2022″-ის ნომინაციებში – „სუფთა მუნიციპალიტეტი” და „სუფთა ქალაქი,” კახეთის რეგიონიდან გამარჯვებულები გახდნენ – ლაგოდეხის და სიღნაღის მუნიციპალიტეტები.
ლაგოდეხს „სუფთა მუნიციპალიტეტის,” ხოლო სიღნაღს „სუფთა ქალაქის” ტიტული ერგო.
„ვულოცავ კახეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტს „სუფთა მუნიციპალიტეტის” და „სუფთა ქალაქის” სტატუსის მინიჭებას. კახეთი აგრარული და ტურისტული თვალსაზრისით ერთ – ერთი ლიდერი რეგიონია, გისურვებთ დამსახურებული სტატუსის მომავალ საქმიანობაში ღირსულად შენარჩუნებას.“– განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა.