კულტურის სამინისტროს მიერ ისტორიაში პირველი კინოკრიტიკის პორტალი იქმნება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, შეიქმნება ისტორიაში პირველი ქართული კინოკრიტიკის პორტალი.

პლატფორმის სახელწოდება იქნება ქართული კინოს მიმოხილვა“ (GEORGIAN FILM REVIEW) და მას უხელმძღვანელებენ კინორეჟისორი ხათუნა ხუნდაძე, კინოკრიტიკოსი ზვიად დოლიძე და „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.

„პორტალზე მუშაობის პროცესში მონაწილეობას იღებენ როგორც პროფესიონალი, ასევე კინომცოდნეობის სტუდენტები, რომელთა ანალიტიკური სტატიები, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კინოკრიტიკის განვითარებასა და ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაციაში.“– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, პროექტზე წელს გამოყოფილია 60 000 ლარი.