თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახლახანს დასრულდა ჭაბურღილის მოწყობა სოფელ კონდოლსა და იყალთოში, სადაც უკვე რეზერვუარებიც არის განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ კისისხევის პარალელურად, სამუშაოები მიმდინარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალშიც.