კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაიხსა თბილისი-საგარეჯოს 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის ახალი 35 კმ-იანი მონაკვეთი.
თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტს უკვე ჩქაროსნული გზით სარგებლობა შეუძლია. ამასთან, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით.
თბილისი-სგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.
გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 533 502 661 მილიონი ლარით.