თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ოქროსმედალოსანი და ვერცხლისმედალოსანი ახალგაზრდები სკოლის წარჩინებით დამთავრებისათვის დააჯილდოვა.
კახეთის წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს: მუნიციპალიტეტების მერებმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელმა-შალვა ამონაშვილმა, პარლამენტის წევრებმა-ირაკლი ქადაგიშვილმა, დავით სონღულაშვილმა.
„გიორგი ალადაშვილის ინიციატივით და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, წახალისების მიზნით, კახეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოქროსმედალოსან და ვერცხლისმედალოსან ახალგაზრდებს ყოველწლიურად, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ. დაჯილდოების ცერემონია კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, გასულ წელს პირველად გაიმართა და ტრადიციულ ხასიათს ატარებს. გასულ წელს, რეგიონის მასშტაბით 448 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. 2023 წელს, წარჩინებულ მოსწავლეთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით გაიზარდა და მიმდინარე წელს, 500-მდე წარჩინებული მოსწავლე მიიღებს ჯილდოს. დაჯილდოების რეგიონული მასშტაბის ღონისძიების მიზანს ახალგაზრდა თაობისთვის სწავლისადმი მოტივაციისა და სტიმულის ამაღლება, განათლებული ახალგზარდა თაობის მიერ მიღწეული წარმატებული შედეგების პოპულარიზაცია წარმოადგენს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.