კახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება

კახეთის რეგიონში აქტიურ რეჟიმში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან გივი ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილთან ერთად, სოფელ შილდაში ​ადგილზე გაეცნო გზის რეაბილიტაციის პროცესს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 3700 გრძივ მეტრზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება, სანიაღვრე არხებისა და ლითონის ცხაურების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 3 123 923 ლარს.