თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ კახეთის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტმა სალომე იანვარაშვილმა ადგილობრივ ბიზნეს სექტორთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდა.
დამსწრე საზოგადოებამ „აწარმოე საქართველოში“ კახეთის საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
საკონსულტაციო ცენტრი კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებულ მეწარმეებს საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებისა და ბიზნეს უნარების გაუმჯობესების სერვისებს შესთავაზებს.
ბიზნეს კონსულტანტის, სალომე იანვარაშვილის განცხადებით, საკონსულტაციო ცენტრში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს საინფორმაციო მომსახურება არა მხოლოდ სააგენტოს, არამედ ქვეყანაში არსებულ სამთავრობო და არასამთავრობო პროექტების შესახებ.