კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი დედოფლისწყაროში იმყოფებოდა.

8 ნოემბერს, დედოფლისწყაროში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღესთან დაკავშირებით,  საზეიმო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.

მართლმადიდებელი ეკლესია 8 ნოემბერს, დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს ტრადიციულად აღნიშნავს. წირვას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა სამუკაშვილი ადგილობრივ მრევლთან ერთად დაესწრნენ.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მსახურების დასრულების შემდეგ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, დიმიტრი კაპანაძის საფლავზე მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.