თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კავკასიონის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი.
ავტობუსი, კავკასიონის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ალაზნის გამზირის გავლით და კავკასიონის ქუჩას დაუკავშირდება ვახტანგ სეხნიაშვილის ქუჩის მეშვეობით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ავტობუსის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე.