თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის მიზნით მიმდინარე სამუშაოები, დასკვნით ეტაპზეა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოასფალტება ამ დროისთვის უკვე დასრულდა ყველა იმ მისამართზე, რომელიც პროექტით იყო გათვალისწინებული.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მის მოადგილესთან, ნიკოლოზ მეტრეველთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განხორციელებული სამუშაოს შედეგებს ადგილზე გაეცნო.