ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მოსახლეობას საინფორმაციო მასალა დაურიგა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან ერთად, პარტიის საინფორმაციო ბროშურები დაურიგა მოსახლეობას, რომლის მიზანსაც ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება წარმოადგენდა, რათა მოქალაქეებმა გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი 26 ოქტომბერს.
“თელავის ქუჩებსა და სავაჭრო ცენტრებში სააგიტაციო მასალა გადავეცი მოსახლეობას.
მოვუწოდე ჩვენს მოქალაქეებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და მშვიდობიანი განვითარების არჩევისაკენ,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.