ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია მზექალაშვილი, ქალაქ ყვარელში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა და პირადად მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.
“დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრთან, დავით მათიკაშვილთან ერთად კარდაკარის პრინციპით ქალაქ ყვარელში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მცხოვრებლებს შევხვდით,” – აღნიშნა ილია მზექალაშვილმა.