თესაუში ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა

ცნობილი ფსიქოლოგის, ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია ჩატარდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თემაზე: თვითმოტივაცია, როგორც წარმატების პირობა.

ზურაბ მხეიძე ფსიქოლოგიის მიმართულებით, 30 წლიანი სუშაო პრაქტიკის მქონე სპეციალისტია. განხორციელებული აქვს მრავალი კვლევა და გავლილი აქვს ტრენინგები, იენის, ვილნიუსისა და ტარტუს უნივერსიტეტებში. არის კულტურულ- საგანმანათლებლო ორგანიზაცია, აზროვნების აკადემიის ლექტორი.

ზურაბ მხეიძე დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ წარუდგინა და სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა. ფსიქოლოგი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებსა და პერსონალს, თითქმის საათნახევრის განმავლობაში უკითხავდა ლექციას.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.