დღეს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომპანიის FireFlies ორგანიზებით ჩატარდა რეგიონული ბიზნეს ფორუმი, რომელის მიზანსაც წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.
ფორუმზე, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ისაუბრეს კახეთის რეგიონში მცხოვრებ ქალთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე სხვადასხვა სექტორის ჩართულობაზე ქალთა გაძლიერების ხელშემწყობ პროგრამებში.
გარდა ამისა, სპიკერებმა დამსწრეებს გააცნეს ინფორმაცია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მორგებული სხვადასხვა ინიციატივების, პროგრამებისა და საჭირო რესურსების მოძიების შესაძლებლობების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს, უკვე წარმატებულმა ქალებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ის გზა, რომლის გავლაც მოუწიათ და დღემდე უწევთ უფრო დიდი წარმატების მისაღწევად.