თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, ტექნოპარკისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის ერთობლივი პროექტის –,,სტუდენტები ინოვაციურ მეწარმეობაში,, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
I ადგილი – ბექა ბოჭორიშვილი
( პროექტი – მეორადი ხე მასალის წარმოება )
II ადგილი – მარიამ წუიშვილი
( სამკურნალო მცენარეები )
III ადგილი – თორნიკე სანდოშვილი ( ფეინთბოლი )
გამარჯვებული პროექტები ჟიურიმ გამოავლინა სამი კრიტერიუმის: ინოვაციურობის, კომერციალიზაციისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით.
საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.