თესაუს სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ღვინის საწარმო გაიხსნა

დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში, სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა, რომელსაც დაესწრნენ პარლამენტის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.
ფესტივალი ეხებოდა აკადემიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებს. მონაწილეებმა, საგამოფენო პავილიონებში წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები და პრეზენტაციები, რომლებიც მოიცავდა: აგრარულ სფეროს, ტურიზმს და ისტორიას.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ღვინის საწარმო, რომელიც თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიული დანადგარებითაა აღჭურვილი.