თესაუს პროფესორმა კვიპროსში სამეცნიერო ნაშრომი წარადგინა

ფოტო: თესაუ
ფოტო: თესაუ

თესაუს ინფორმაციით, ქალაქ ლარნაკაში, კვიპროსში ჩატარებულ მიმდინარე სამეციერო კონფერენციაზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თემა წარადგინა.

თესაუს ცნობით, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მაია ალადაშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი თემა გააცნო_ ,,ცირკულარული ეკონომიკა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტები საქართველოში.” მაია ალადაშვილი, კონფერენციის საორგანიზაციო  კომიტეტის წევრადაც იყო არჩეული. კონფერენციას ნიქოზიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიების თანაორგანიზატორები, ეკონომიკური კვლევის და განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყვნენ.