თელავში 37 ოჯახს სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცა

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, 37 ოჯახს გადაეცა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
პროგრამის ბენეფიციარებს, ტექნიკა გადასცა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნიკოლოზ მეტრეველმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და მისი ბიუჯეტი შეადგენს 49 000 ლარს.