თელავში დასრულდა 300 არაგველის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარის მეორე ფენა, ასევე მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოებში შესავლელი მონაკვეთები და მოეწყო სანიაღვრე სისტემა.
შეგახსენებთ, რომ თელავში 300 არაგველის ქუჩის რეაბილიტაციასთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს – სანდრო ახმეტელის, ბესიკისა და ზაქარიაძის, გიორგი ლეონიძის, იოსებ ნონეშვილის ქუჩებზე, კავკასიონისა და სადგურის ქუჩის ნაწილზე, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში, შიდა საუბნო გზაზე.