თელავის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში, #1 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ადგილობრივი ბიჯეტიდან 439 817 ლარით, ითვალისწინებს სკვერის, ორი სათამაშო მოედნის, საფეხმავლო ბილიკების, ასევე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე გარე განათების და გამწვანების მოწყობას.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოებს ასრულებს კომპანია: შპს ,,გიკო,,.