თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ქუჩის სრულ სიგრძეზე ხორციელდება მიწის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიგება ქვაფენილი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს 68 794 ლარს.