თელავში ჩატარდა მოტოდრომის პირველი ოფიციალური ვარჯიში ენდურო-კროსის დისციპლინაში

დღეს, თელავში, თელავის ექსტრემალური სპორტის კლუბის ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა თელავის მოტოდრომის პირველი ოფიციალური ვარჯიში ენდურო-კროსის დისციპლინაში.
ვარჯიში ჩატარდა მხოლოდ სამოყვარულო კლასში და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა მსურველს.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ საუკეთსო მონაცემების მქონე მოტოსპორტსმენები, რომელთაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ ვარჯიშის შემდეგ პროფესიონალმა მოტომრბოლელებმა როგორც მონაწილეებისთვის, ისე მაყურებლებისთვის ჩაატარეს მასტერკლასი (SHOW RACING).