„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან, ქეთევან ჩარკვიანთან და კახეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელ, თინიკო ხანჯალიაშვილთან ერთად, 5 დეკემბერს მორიგი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის ფარგლებში, ამჯერად, თელავის მუნიციპალიტეტში გამართა.
შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს თელავის საკრებულოს და გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა უმასპინძლა.
გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების გაზრდის მიზნით შეხვედრები „ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იმართება.