თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი თოვის პარალელურად ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაობი.
მერიის ცნობით, მობილიზებულია თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური, მუშაობს სპეციალური ტექნიკა, იწმინდება ქუჩები და ტროტუარები.
შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო დროებით შეფერხებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
(ფოტოები: თელავის მერია)