თელავში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამჯერად მოასფალტების სამუშაოები ხორციელდება თბილისის გზატკეცილზე მდებარე N26, N28 და N30 კორპუსების ეზოებსა და მისასვლელ გზებზე.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, სადარბაზოებში შესასვლელები და ბორდიურები.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 486 850 ლარით.