თელავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს

თელავში მიმდინარეობს თბილისის გზატკეცილზე მდებარე N26, N28 და N30 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და აღნიშნულ მისამართებთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე არხების სისტემის მოწყობისა და მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება მოასფალტების სამუშაოები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 486 850 ლარის ოდენობით.