თელავის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხორციელდება 40-ზე მეტი პროექტი.
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის როგორც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამურად გამოყოფილია 15 006 801 ლარი.
ამ დროისთვის, თელავის მუნიციპალიტეტში საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს 22 სხვადასხვა ქუჩაზე, ხოლო სოფლებში ხდება შიდა საუბნო გზების მოწესრიგება.