თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში რუსთაველის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში ცვლილება შევიდა. კერძოდ, ავტობუსები ბაზრის მიმართულებით გადაადგილდებიან აღმაშენებლისა და სულხანიშვილის ქუჩების გავლით. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გზის ნაწილზე სრულად შეიცვლება ასფალტის საფარი. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 236 272 ლარს შეადგენს.
„რუსთაველის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციის დასრულებამდე, შეცვლილია მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია, ჩვენს გვერდზე, პერიოდულად განახლდება. თელავის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო შექმნილი დისკომფორტისათვის,“ – თელავის მუნიციპალიტეტის მერია.