თელავში, რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, რომელიც მოიცავს ჭადრის ქუჩიდან თამარის ქუჩამდე მანძილს და რომლის სიგრძეც 389 მეტრია, დაიწყო ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მისი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი, ადგილზე გაეცნენ მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება 298 735 ლარის ოდენობით.