თელავში პარაოლიმპიელ ვიცე-ჩემპიონს ვლადიმერ ჭინჭარაულს შეხვედრა მოუწყეს

დღეს, თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, პარაოლიმპიელ ვიცე-ჩემპიონს ვლადიმერ ჭინჭარაულს, შეხვედრა მოუწყეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანამშრომლებმა.
()იპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავისსივრცეში, სპორტსმენს შეხვდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და თანამშრომლები.
შეგახსნებთ, რომ ვლადემიერ ჭინჭარაულმა პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე პარასროლაში მოიპოვა ვერცხლის მედალი და პარაოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.