თელავში დაიწყო ნაზი ბენიძის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მიწის მოჭრისა და მოსწორების სამუშაოები, ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი, გზაზე რომლის სიგრძეც 384 მეტრია, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის საფარი.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 184 372 ლარის ოდენობით.