თელავში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თელავში მიმდინარეობს მშვიდობის ქუჩაზე მდებარე ჩიხების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შედეგად, მოეწყობა ასფალტის საფარი, ეზოებში შესასვლელები და ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი მიერთებები.
პროექტი, რომელიც 7 ჩიხის – გზის 1 028 მეტრი სიგრძის მონაკვეთის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და  სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 350 654 ლარს.