თელავში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები რეაბილიტირდა.

თელავში, ერეკლე II-ის გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაცია დასრულდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარის დაგება განხორციელდა  N1, N2, N6, N8, N10 კორპუსების ეზოებში. სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისმა ღირებულებამ შეადგინა 133 520 ლარი.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია თელავში, სააკაძის მოედანზე მდებარე N1, N2 და N3 კორპუსების ეზოებში.