თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

თელავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. დღეს, მიმდინარე სამუშაოების მონიტორონგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, მის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დუმბაძის #20, აღმაშენებლის #54 და #56 კორპუსების ეზოებში.

აღმაშენებლის შესახვევში კი რეაბილიტაცია დაწყებულია #1,#3,#5,#7,#9 და #11 კორპუსების ეზოებში.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ აღნიშნულ მისამართებზე იმყოფებოდნენ, სადაც ისინი მოსახლეობას შეხვდნენ.