თელავში, 19 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს მოდერნიზებული და ენერგოეფექტური გაჩერებების დამონტაჟება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაჩერებები სრულად იმუშავებს მზის პანელით გამომუშავებულ დენის წყაროზე.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ხელშეწყობისა და ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ენერგოეფექტურ გაჩერებებზე დამონტაჟებულია ლაითბოქსები, სადაც განთავსებულია თელავის ტურისტულად მიმზიდველი სხვადასხვა ობიექტების ფოტოები და ინფორმაცია.
პროექტი ფინანსდება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და მისი დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე.