თელავში მეფე ერეკლე II -ის დაბადებიდან 306-ე წლის იუბილე აღინიშნება

თელავში მეფე ერეკლე II -ის დაბადებიდან 306-ე წლის იუბილე აღინიშნება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეფის კარის, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში წირვა და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
წირვას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე დაესწრნენ.
“ერეკლეობის” დღესასწაულზე მთელი დღის მანძილზე ქალაქის მთავარ მოედანსა და ისტორიული მუზეუმის ეზოში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართება.