დღეს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, გაიმართა პოეტის, კომპოზიტორის და ავტორ-შემსრულებლის, ლეილა ლეგაშვილის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა კამერული ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ასევე მოწვეულმა შემსრულებლებმა.
ლეილა ლეგაშვილის საიუბილეო საღამოს, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – ნინო წილოსანი, ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილი.