თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის გახსნას სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა მამუკელაშვილი.
გამოფენაზე, რომელიც იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წარმოდგენილია XVII-XX საუკუნის პერიოდში შექმნილი და რესტავრირებული ხატები.
შეგახსენებთ, რომ ექსპოზიცია დამთვალიერებლებს უმასპინძლებს 21 აპრილის ჩათვლით.