თელავში კომუნიკაციების სექტორში არსებული საჭიროებები განიხილეს

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან – კომუნიკაციების ომბუდსმენთან გვანცა ჩხეიძესთან, გაიმართა შეხვედრა კომუნიკაციების სექტორში მიმდინარე საკითხებისა და საჭიროებების განსახილველად.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კომუნიკაციებთან დაკავშირებული საკითხების, პრობლემების გადაჭრის გზების და მომხმარებელთა უფლებების შესახებ მსჯელობა.
აღნიშნული საკითხები კომუნიკაციების ომბუდსმენთან და კახეთის მხარეში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელთან სოფიო აივაზაშვილთან ერთად, განიხილეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა.