თელავში ვიქტორ დოლიძის სახელობის ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს

თელავში, ვიქტორ დოლიძის სახელობის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად, სანიაღვრე სისტემა მოეწყობა ქუჩაზე, რომლის სიგრძეც 610 მეტრია.
შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება  – 454 088 ლარით.