თელავში ვატიას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავში მიმდინარეობს ვატიას ქუჩის რეაბილიტაცია. საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში მოასფალტდა ტროტუარები, მოწყობილია ბორდიურები და სანიაღვრეები. 236მ სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი.