თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე სკვერის განახლება დასრულდა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, განახლებული სკვერი მოიცავს როგორც რეკრეაციულ, ისე საზოგადოებრივ სივრცეებს.
სკვერის განახლება თელავში ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ურბანული განახლების ნაწილია.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.