თელავში ერეკლეობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისი მიმდინარეობს

დღეს, თელავში, 11:00 საათიდან 8 ნოემბრის 14:00 საათამდე, ერეკლეობის აღსანიშნავი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე (26 მაისის ქუჩის კვეთიდან იუსტიციის სახლამდე, ორმხრივად).
საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ბახტრიონის ქუჩიდან რუსთაველისა და ჩოხელის ქუჩის მიმართულებით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის  შექმნილი შეფერხების გამო.