თელავში, ენერგეტიკის საკითხებთან დაკავშირებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, ნინო გულეიშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა თელავის მუნიციპალიტეტის ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე საკითხებისა და საჭიროებების განხილვა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა, ენერგოომბუდსმენთან ერთად განიხილეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლით მომარაგების და კომუნიკაციების ინფრასტრუქტურას.