თელავში, ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ხატვის კონკურსი გაიმართა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის ორგანიზებით, გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის 125-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაიმართა გამოფენა და ხატვის კონკურსი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში 25-ზე მეტი თელაველი, ახალგაზრდა ხელოვანი მონაწილეობდა.
კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მხატვრები – შალვა მატუაშვილი, ზაქრო ფიცხელაური და ქეთევან ნარეკლიშვილი, გამოავლინა 3 გამარჯვებული ფინალისტი და ჟიურის სიმპათიის მფლობელი. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი ვაუჩერებით.
ღონისძიებას დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ყარაულაშვილი და გიგა მამუკელაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ თელავში, ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა და ხატვის კონკურსი ატარებს ტრადიციულ ხასიათს და იგი წელს მესამედ გაიმართა.