თელავში ელენე ახვლედიანის 124 წლის იუბილე სამხატვრო კონკურსით აღინიშნა

დღეს, თელავის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა ელენე ახვლედიანის 124 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონკურსი „თავისუფალი მხატვრობა.“ კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს.
ღონისძიების ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული ნამუშევარები ნომინაციებში: საუკეთესო ფერწერა, კომპოზიცია და ტექნიკა.
კონკურსის სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები, 500 ლარიანი საპრიზო ვაუჩერებით პირადად დააჯილდოვა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ გარდა კონკურსისა, გამოფენილი იყო ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები და მსურველებს ჰქონდათ ნახატების შეძენის შესაძლებლობა.