თელავში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ ფაზაშია. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასასრულს უახლოვდება დავით აწყურელის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია.
დღეს, დავით აწყურელის სახელობის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარის მეორე ფენა, რომლის პარალელურადაც მოეწყო ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა და ფეხით სავალი ნაწილი.